რუსეთში წიწიბურაზე დაწესებული აკრძალვის გამო შესაძლოა პროდუქტი გაძვირდეს

საქართველოსთვის წიწიბურას მთავარმა საიმპორტო ქვეყანამ, რუსეთმა, ზაფხულის თვეებში წიწიბურას ექსპორტი აკრძალა. ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არის, რადგამ ჩვენ ორი თვის მარაგი გვაქვს, ხოლო იმპორტიორები ყველაფერს გააკეთებენ მდგომარეობა სტაბილური იყოს.

სახელწმიფო უწყების პოზიციას არ იზიარებს ექსპერტი გურამ ბროძელი, რომელიც წლების განმავლობაში იმპორტიორ კომპანიას მართავდა. მისი თქმით, იმის გათვალისიწინებით, რომ ქვეყანას დაახლოებით 1.5 თვის მარაგი აქვს, ფასი წიწიბურაზე მოიმატებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს რამდენით.

,,წიწიბურას ფასი სავარაუდოდ გაიზრდება. დღეისთვის ბაზარზე ხუთი იმპორტიორი კომპანიაა, თითოეულ მათგანს 100 ტონა მაინც რომ ჰქონდეს. ეს 1.5 თვის მარაგია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მარაგები გვაქვს, ამ პერიოდში ფასის მომატების ტენდენცია იქნება. ძალიან მიჭირს იმის თქმა თუ რამდენით გაიზრდება, რადგან ეს მარაგებზეა დამოკიდებული. ხოლო სექტემბრის ბოლოსთვის ახალი მოსავალის გამოჩენასთან ერთად წიწიბურას ფასი დასტაბილურდება“, – განმარტა გურამ ბროძელმა და დასძინა, რომ რუსეთში მიმდინარე წელს წიწიბურას კარგ მოსავალს ელოდებიან.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან წიწიბურას იმპორტიორ ქვეყნებში პროდუქტის გაძვირება დაიწყო და ეს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ უკრაინასა და ჩინეთსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი