ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი და მისი ღირებულება გაიზარდა

2021 წლის იანვარ-აპრილში, მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდა – 7%.

“ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

პოლონეთი – 2% (1,841,192 ბოთლი);
 ჩინეთი – 19% (1,559,533 ბოთლი);
 ლიეტუვა – 71% (356,748 ბოთლი);
 აშშ – 2% (325,468 ბოთლი);
 ესტონეთი – 3% (228,592 ბოთლი);
 გერმანია – 1% (229,527 ბოთლი);
დიდი ბრიტანეთი – 6% (157,932 ბოთლი).
სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა. ” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

კომენტარები

კომენტარი