„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ წარმოებას გააფართოებს

“კახური ტრადიციული ჩურჩხელა” სამი წლის წინ დაფუძნებული მცირე საწარმოა, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება.

“კახური ტრდიციული ჩურჩხელა” აქტიურად გეგმავს წარმოების გაფართოებას. ონლაინ გაყიდვებისა და მაღაზიებთან თანამშრომლობის გაფართოება პრიორიტეტების მხოლოდ ნაწილია. ამის პარალელურად თავად წარმოების გამრავალფეროვნებაც იგეგმება. კალაურში 2019 წელს გაშენებული ნუშის ბაღების მოსავლით კომპანია ნუშის ჩურჩხელის წარმოების დაწყებას აპირებს. გარდა ამისა, საწარმო ბლისა და ატმის ბაღებსაც ფლობს და ამ ხილით ჩირის წარმოებაც გეგმევს. “კახური ტრდიციული ჩურჩხელა” საჭირო ინვენტარების შეძენას თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

“წარმოების გაფართოებისთვის ხარისხიანი დანადგარები გვჭირდება. ასევე ვაპირებთ ყურძნის საწური გაუმჯობესებული აპარატის და არსებულზე უფრო მაღალი ხარისხის ტარის შეძენას. დღემდე ყველაფერს ჩვენივე ხარჯით ვწვდებოდით, მაგრამ სამომავლო გაფართოება უკვე თიბისისთან სტაბილურ პარტნიორობას გულისხმობს და ამ მხრივ მათთან თანამშრომლობა, რომელსაც მცირე ბიზნესების აქტიური წახალისებისა და ბიზნესის მხარდაჭერის დიდი ტრადიცია აქვს, საუკეთესო შესაძლებლობად მიგვაჩინია”, – ამბობს საოჯახო ბიზნესის ხელმძღვანელი მარიამ ქევხიშვილი.

თიბისიში განმარტავენ, რომ “კახური ტრდიციული ჩურჩხელას” წარმატების მიზეზი არანაკლებ გასაკვირია, რადგანაც კომპანია წარმოებისას უმარტივეს პრინციპს ეყრდნობა, რომელიც არავისთვის საიდუმლოს, სიახლესა თუ აღმოჩენას არ წარმოადგენს. კომპანია ცდილობს, მის მიერ დამზადებული ჩურჩხელა ზედმიწევნით მისდევდეს წარმოების კახურ ტრადიციას, იყოს 100%-ით ნატურალური და შესაბამისად, ხარისხიანი. ერთი შეხედვით, ამ მიდგომაში განსაკუთრებული არაფერია, აღმოჩენას ბაზარზე არსებული სიტუაცია წარმოადგენს – უამრავი მწარმოებლის შემოთავაზების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ჩურჩხელა ძნელად მოიპოვება. სწორედ ეს აქცევს “კახურ ტრადიციულ ჩურჩხელას” განსაკუთრებულად.

ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც კომპანიის პრიორიტეტია, ხელს ისიც უწყობს, რომ “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საოჯახო ბიზნესია. მარიამ ქევხიშვილის ოჯახი გურჯაანში, სოფელ კალაურში სამ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რომლისგან მიღებული ბადაგითაც ჩურჩხელა მზადდება.

ბადაგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩურჩხელის შიგთავსია, რასაც საწარმოში დიდ ყურადღებას უთმობენ. შიგთავსის თხილით “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საკუთარი ბაღებიდან მარაგდება, ნიგოზით კი – თელავის ბაზრიდან.

2017 წელს სატესტოდ დამზადებული 500 ჩურჩხელა მალევე გაიყიდა და მარიამ ქევხიშვილი მიხვდა, რომ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა ნავარაუდევზე დიდი იყო. წარმოება წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2020 წელს კომპანიამ უკვე 4 000 ჩურჩხელა გაყიდა. მცირე მეწარმის სტატუსიც შარშანვე აიღეს და საწარმომ ჩურჩხელების მაღაზიებში შეტანაც დაიწყო. თხილის საფერავის, თხილის რქაწითელის და ნიგვზის საფერავის ჩურჩხელების შეძენა დღეს თბილისში “8000 მოსავალში”, “ბრენდ-ვაინში”, “თელავურაში” და ონლაინ პლატფორმა “ექსტრაზე” და ცხადია, “კახური ტრადიციული ჩურჩხელის” ფეისბუქ-გვერდზეც შეიძლება.

კომენტარები

კომენტარი