საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს

საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საგრანტო პროგრამის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომლის ღირებულება შეადგენს 50 მილიონ ლარს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი