რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობამ 50-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

წელს რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობამ 50-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული შპს “მოსავლის მართვის კომპანია” კახეთის რაიონში მცხოვრები მევენახეებისგან პირდაპირი გზით შეიძენს ყურძენს და მისგან ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს დაამზადებს.

2021 წლის განახლებული ბიუჯეტით, მთავრობა მიმდინარე წლის რთველზე რეკორდული სუბსიდიის – 138. 4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.  შესაბამისად, წინასაარჩევნოდ კახელი და რაჭველი მევენახეები მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებენ.

მთავრობა უკვე წლებია რთველის სუბსიდირების პროგრამას აფინანსებს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს (“აკურას” და “მოსავლის მართვის კომპანიას”) ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი