სექტემბრიდან არასტანდარტული, სამრეწველო ვაშლის გადამუშავება იწყება – მინისტრი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სექტემბრიდან არასტანდარტული, სამრეწველო ვაშლის გადამუშავება იწყება. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„სექტემბრიდან დაიწყება არასტანდარტული, სამრეწველო ვაშლის გადამუშავება საქართველოში, რომელიც გასტანს წლის ბოლომდე. ეს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ქართული ვაშლის გადამუშავების კონცენტრანტები გადის ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე. აქაც საჭიროა შეღავათიანი საბრუნავი საშუალებების არსებობა მეწარმეებისთვის, რათა მათი მხრიდან გაზრდილი იყოს მოთხოვნები და წახალისდეს ისევ ჩვენი ფერმერების ინტერესები, რომ მათ პროდუქტის უპრობლემოდ რეალიზაცია მოახდინონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზოგადად, სეზონს რაც შეეხება, ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სეზონი არის კარგი, დიდი პროგრესია ყველა მიმართულებით.

„ბოლო წლებში შეუქცევადად მზარდია სასოფლო-სამეურნეო სექტორში როგორც ექსპორტი, ისე გამოშვება და დამატებითი ღირებულება. ეს მომავალ წლებშიც ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი