კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავდა 47 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2020 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 8 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული.
რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს.
“კახეთში ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება დღეს სრულდება – 26 აგვისტოს შემდეგ გადამუშავებულია 15 ათას ტონამდე ასეთი ყურძენი. კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მიმდინარე კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად გაგრძელდება. ” ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი